Статья 61. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები
1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს აღნიშნული ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობაზე გაცემული თანხმობა ძალას იძენს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემისთანავე. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სალიცენზიო/სანებართვო საფასურსა და მოსაკრებელს.
2. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.
3. ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც ტყითსარგებლობის განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტია. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. თავი XII ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
