Статья 67. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.
3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო. თავი XV განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
