1.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
1.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები.
3.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ თავით დადგენილი წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) თანხმობით. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, გადაწყვეტილებას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იღებს თავად ამ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.
5.საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1139 - სსმ I, №8, 08.04.2009 წ., მუხ.27
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.