Статья 94. პროფესიული განათლების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში
Редакция №7 Сверено с действующей редакцией · 25 нояб. 2025 г.
1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყის სფეროში დასაქმებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2025 წლის ბოლომდე განახორციელოს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება.
2. სატყეო საქმის სპეციალისტად დასაქმებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისი პროფესიული საქმიანობის აკრძალვას ამ კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით.
