Статья 90. ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისება
Редакция №7 Сверено с действующей редакцией · 25 нояб. 2025 г.
1. მეტყევის წახალისების ღონისძიებაა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება.
2. ტყის სფეროში 10 წლის ან 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილების მქონე პირის წახალისების ღონისძიებაა წარმატებული მუშაობისთვის სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება.
3. ტყის სფეროში დასაქმებული სხვა პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების ღონისძიება − მადლობის გამოცხადება.
4. „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესი“ მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი XXI პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისთვის
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
