Статья 38. შესვლა და ინსპექტირება
1. ამ კანონის მიზნებისთვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე და შენობაში, რათა შეამოწმოს, როგორ ასრულებს პირი − აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ამ კანონს ან სანებართვო პირობებს; ბ) მოსთხოვოს პირს, წარადგინოს ნებისმიერი ჩანაწერი ან დოკუმენტი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე შეამოწმოს ეს ჩანაწერი ან დოკუმენტი, გააკეთოს ამ ჩანაწერიდან ან დოკუმენტიდან ამონაწერი ან გადაიღოს აღნიშნული ჩანაწერის ან დოკუმენტის ასლი; გ) დაუბრკოლებლად შეამოწმოს ნებისმიერი მოწყობილობა ან აღჭურვილობა, რომელსაც პირი აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას იყენებს; დ) მოსთხოვოს პირს, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი საგნის ინსპექტირების მიზნით უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა ან დაცვა, თუ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ეს საგანი ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის მტკიცებულებაა; ე) გადაიღოს ფოტო, ჩაატაროს გაზომვა, გააკეთოს ესკიზი ან ნახაზი, აგრეთვე ჩანაწერი ნებისმიერი საშუალებით; ვ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. უფლებამოსილმა პირმა ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებისას უნდა წარადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დაუშვებელია იმ უფლებამოსილი პირის შეფერხება, დაბრკოლება, შეცდომაში შეყვანა, რომელიც ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, აგრეთვე მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, მისთვის ხელის შეშლა.
4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს უფლებამოსილი პირის კანონიერი ინსტრუქცია, მითითება, მოთხოვნა.
5. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი არიან გამოითხოვონ საგადასახადო/საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
