1.შრომის ინსპექტორი ვალდებულია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში დაშვების მიზნით მაიდენტიფიცირებელი ბარათი, რომელიც მას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად გადაეცა, წარუდგინოს: ა) დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს; ბ) სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის მფლობელს, მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
2.ინსპექტირების განხორციელების მიზნით შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია: ა) „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში; ბ) სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა; გ) მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განსახორციელებლად; დ) მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ნივთი ან/და ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან, ან/და ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელსაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს; ე) ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, ნივთი, ნივთიერება ან დოკუმენტი ან გადაიღოს ასლი. დალუქვასთან ან/და ამოღებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები, განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტით; ვ) აიღოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში; ზ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები, გააკეთოს ამონაწერი; თ) გამოჰკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პირს მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელია ამ პირის მხილება; ი) კონფიდენციალურობის დაცვის პირობით შრომის ინსპექციის სამსახურში მიიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას; კ) შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო; ლ) ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფ ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირის განკარგულებაში არსებული მასალის, ნივთის, ნივთიერების ან დოკუმენტის გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში; მ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი თარჯიმნის ან ტექნიკური ექსპერტის დახმარება; ნ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.
3.შრომის ინსპექტორი, რომელიც ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე დროებით დალუქავს ან/და ამოიღებს მასალას, ნივთს ან დოკუმენტს, ვალდებულია ამ მასალის, ნივთის ან დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მას შესაძლებლობა, გადაიღოს აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან ნივთის ასლი ან ფოტო.
4.მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შემთხვევაში შრომის ინსპექტორი ვალდებულია შეადგინოს მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ ოქმი და მისი ასლი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს გადასცეს.
5.მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შემთხვევაში შრომის ინსპექტორი ვალდებულია ამ მასალის, დოკუმენტის ან ნივთის მფლობელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან ნივთის თავისებურებისა და საჭიროების გათვალისწინებით, მისცეს შესაძლებლობა, გონივრული პერიოდულობით შეამოწმოს ეს მასალა, დოკუმენტი ან ნივთი ან გადაიღოს მისი ასლი.
6.თუ შრომის ინსპექტორი ამ კანონის შესაბამისად აიღებს მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუშს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს დამსაქმებელს, სამუშაო ადგილის მესაკუთრეს, მფლობელს ან სავარაუდო მფლობელს და გადასცეს მას აღნიშნული ნიმუშის ნაწილი. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
Сравнить редакции
1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში დაშვების მიზნით მაიდენტიფიცირებელი ბარათი, რომელიც მას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად გადაეცა, წარუდგინოს: ა) დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს; ბ) სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის მფლობელს, მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს. 2. ინსპექტირების განხორციელების მიზნით შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია: ა) „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში; ბ) სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა; გ) მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განსახორციელებლად; დ) მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ნივთი ან/და ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან, ან/და ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელსაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს; ე) ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, ნივთი, ნივთიერება ან დოკუმენტი ან გადაიღოს ასლი. დალუქვასთან ან/და ამოღებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები, განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტით; ვ) აიღოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში; ზ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები, გააკეთოს ამონაწერი; თ) გამოჰკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პირს მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელია ამ პირის მხილება; ი) კონფიდენციალურობის დაცვის პირობით შრომის ინსპექციის სამსახურში მიიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას; კ) შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო; ლ) ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფ ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირის განკარგულებაში არსებული მასალის, ნივთის, ნივთიერების ან დოკუმენტის გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში; მ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი თარჯიმნის ან ტექნიკური ექსპერტის დახმარება; ნ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები. [ ნ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. შრომის ინსპექტორი, რომელიც ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე დროებით დალუქავს ან/და ამოიღებს მასალას, ნივთს ან დოკუმენტს, ვალდებულია ამ მასალის, ნივთის ან დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მას შესაძლებლობა, გადაიღოს აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან ნივთის ასლი ან ფოტო. 4. მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შემთხვევაში შრომის ინსპექტორი ვალდებულია შეადგინოს მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ ოქმი და მისი ასლი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს გადასცეს. 5. მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შემთხვევაში შრომის ინსპექტორი ვალდებულია ამ მასალის, დოკუმენტის ან ნივთის მფლობელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან ნივთის თავისებურებისა და საჭიროების გათვალისწინებით, მისცეს შესაძლებლობა, გონივრული პერიოდულობით შეამოწმოს ეს მასალა, დოკუმენტი ან ნივთი ან გადაიღოს მისი ასლი. 6. თუ შრომის ინსპექტორი ამ კანონის შესაბამისად აიღებს მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუშს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს დამსაქმებელს, სამუშაო ადგილის მესაკუთრეს, მფლობელს ან სავარაუდო მფლობელს და გადასცეს მას აღნიშნული ნიმუშის ნაწილი. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
СсылкаБлизко по смыслуსამეწარმეო საქმიანობის…შრომის ინსპექციის შესა…ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს გარემოს და…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს შრომის კოდ…