დამსაქმებელს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევაში; ბ) სამუშაოს მაძიებელი წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს; გ) მონაწილეობა მიიღოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებსა და სათანადო ღონისძიებებში, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; დ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებები უფასოდ მიიღოს; ე) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით; ვ) სააგენტოსგან უფასოდ მიიღოს ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებები.
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Статья 39. დამსაქმებლის უფლებები
Редакция №5 Сверено с действующей редакцией · 16 апр. 2025 г.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
