დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Статья 40. დამსაქმებლის მოვალეობები
1. დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოსთან თანამშრომლობაზე თანხმობის განცხადების შემდეგ: ა) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით დარეგისტრირდეს სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე; ბ) ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატები თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოს; გ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში გააგზავნოს შეტყობინება ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის თაობაზე; დ) დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ვაკანსია სააგენტოში.
2. დამსაქმებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევაში.
3. დამსაქმებელზე ვრცელდება ამ კანონის პრინციპებითა და სააგენტოსა და დამსაქმებელს შორის წერილობითი შეთანხმებით დადგენილი მოქმედების ვალდებულება. თავი VII შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, ანალიზი და დაგეგმვა
