1.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს; გ) პროსპექტს; დ) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას; ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას; ვ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
