1.ავტორიზებულ ან რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია გამოუშვას სხვადასხვა კლასის ერთეულები თავისი და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ღია და ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდებმა შეიძლება გამოუშვან განსხვავებული უფლება-მოვალეობების მქონე ერთეულები, თუ განსხვავებული უფლება-მოვალეობები შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთს ან რამდენიმეს: ა) მოგების კაპიტალიზაციას (დაგროვებითი ერთეულები) მოგების განაწილების (საშემოსავლო ერთეულები) ნაცვლად; ბ) ხარჯებს, საფასურებსა და საკომისიოებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიქვითოს ქონებიდან (აქტივებიდან) ან რომლებიც მფლობელებმა უნდა გადაიხადონ საინვესტიციო ფონდში გაწევრებისას ან საინვესტიციო ფონდიდან გასვლისას; გ) ვალუტას, რომელშიც გამოიხატება ერთეულების ფასი ან ღირებულება ან/და რომლითაც ხორციელდება გადახდები.
