1.საქართველოში დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს ერთეულების გამოსყიდვის პროცესი ამ მუხლით დადგენილი წესით.
2.ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შეიძლება შეჩერდეს საინვესტიციო ფონდის დადგენილი წესების შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გარემოებები მოითხოვს ამგვარ შეჩერებას და იგი გამართლებულია მფლობელების ინტერესების გათვალისწინებით. შემთხვევაში ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს . ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუშვებელია ერთეულების გამოსყიდვის თაობაზე განაცხადების დაკმაყოფილება.
