1.ინვესტორი ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად (მათ შორის, როგორც სხვა ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორი ფონდი) და სურს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება, ვალდებულია თავის მფლობელებს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) განცხადება, რომლის მიხედვითაც გასცა თანხმობა ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე; ბ) ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ; გ) თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ან, თუ მან უკვე განახორციელა ინვესტიცია, თარიღი, როდესაც ინვესტიციის ოდენობა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებს; დ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოითხოვონ თავიანთი ერთეულების საკომისიოს გადახდის გარეშე (ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა).
