Статья 68. წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების ვალდებულება
1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ და გამოაქვეყნონ წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები.
2. წლიური ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს ამ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვისა. ნახევარი წლის ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს მიმდინარე კალენდარული წლის 15 აგვისტომდე. თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის ნახევარი წლის ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან 2 თვისა.
