Статья 31. მონაწილის წინაშე წლიური ანგარიშგება
1. საპენსიო ფონდი მონაწილეს არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია მონაწილეს შეიძლება ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიეწოდოს. მონაწილისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
