Статья 54. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება
1. მმართველი/ზედამხედველი ამ კანონის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ კრედიტორთა რეესტრს ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს, მმართველის/ზედამხედველის მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრი მისი გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. სასამართლო სარჩელს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილავს.
2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. ამ განჩინების შესაბამისად მმართველს/ზედამხედველს კრედიტორთა რეესტრში ცვლილება შეაქვს და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით.
3. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება არ გამორიცხავს მმართველის/ზედამხედველის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მასში ცვლილების შეტანას. ეს ცვლილება უნდა აისახოს კრედიტორთა რეესტრში და გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით. თავი V მორატორიუმი
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
