Статья 84. კრედიტორთა კრების მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის უარყოფა
თუ კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით არ მოიწონებს (უარყოფს) რეაბილიტაციის გეგმის პროექტს, სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე, ამ კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად დაამტკიცოს რეაბილიტაციის გეგმა, თუკი ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) არაუზრუნველყოფილ ან უზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფმა ამ კანონით დადგენილი უმრავლესობით მოიწონა შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი; ბ) სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი განხორციელდება და კრედიტორთა უფლებები დაცულია ამ თავის შესაბამისად.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
