მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 11. სერვიტუტები მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში
1. მიწის ნაკვეთ(ებ)ი განაშენიანების პროცესში შესაძლებელია დაიტვირთოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სერვიტუტები შესაძლებელია დადგენილ იქნეს მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების სხვა ობიექტის შეზღუდული სარგებლობის მიზნით იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ უნდა იყოს: ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი; ბ) საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი; გ) ტერიტორიების საინჟინრო მომზადება და დაცვა; დ) შენობა-ნაგებობასთან მუდმივი ან/და დროებითი მისასვლელის მოწყობა.
3. სერვიტუტით შესაძლებელია დაიტვირთოს ასევე სამშენებლო მოედნის მოსაწყობად საზოგადოებრივი სივრცის დროებითი სარგებლობაც ამ დადგენილების 84-ე მუხლის შესაბამისად.
