1.კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, რადიო - სარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედების, სახაზო ტრაქტების ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსი.
2.კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) მოიცავს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მაგისტრალურ ხაზებსა და ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ხაზებს.
3.კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანა (მონტაჟი) ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არსებულ საინჟინრო საკომუნიკაციო არხებში – ღარებში, შახტებში ან/და გვირაბებში.
4.თუ კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გასაყვან/სამონტაჟო ტერიტორიაზე არ არსებობს მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა, მაშინ კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანა/მონტაჟი შესაძლებელია გრუნტის (სავალი ნაწილის) ზედაპირიდან არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე.
5.თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს, მაშინ მშენებლობის ნებართვა გაიცემა ასეთი შენობა-ნაგებობის კლასისათვის განსაზღვრული წესით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.





