1.ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს კავშირგაბმულობის ქსელების გაფართოებასა და სრულყოფას.
2.ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ 3 -ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. თუ აღნიშნული ნაგებობის განსათავსებლად სხვა ფართობის შერჩევა შეუძლებელია, დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა არაუმეტეს შერჩეული ტყის ფართობის 20%-ისა.
