ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Статья 43^2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები.
4. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმებს, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.
