1.საერთო კრების მიმდინარეობისას საერთო კრების მონაწილე აქციონერს უფლება აქვს, მისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს/პირებს დაუსვას შეკითხვები და მოსთხოვოს ამ საკითხების სათანადოდ განხილვისა და შეფასებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია.



