Статья 175. აქციონერის მოვალეობები
აქციონერი ვალდებულია: ა) განახორციელოს შენატანი კუთვნილი აქციის მისაღებად; ბ) სააქციო საზოგადოებას ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ნომინალურ მფლობელს/ანგარიშის მწარმოებელს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილების შესახებ, რომელიც აქციათა რეესტრში/ნომინალურ მფლობელთან/ანგარიშის მწარმოებელთან არის რეგისტრირებული; გ) შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით ან, კანონიდან გამომდინარე, წესდებით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
