Статья 248. კოოპერატივის მართვის სისტემის/მოდელის არჩევის შესაძლებლობა
1. კოოპერატივს შეიძლება ჰქონდეს მართვის მონისტური ან დუალისტური სისტემა.
2. კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში ხელმძღვანელობისა და კონტროლის ფუნქციები განაწილებულია ხელმძღვანელ ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის.
3. წესდებაში უნდა აღინიშნოს კოოპერატივის მართვის სისტემის არჩევის შესახებ. თუ წესდებაში არ არის აღნიშნული კოოპერატივის მართვის სისტემის არჩევის შესახებ, ივარაუდება, რომ გამოიყენება კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
