Статья 253. კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილება
1. წლიური ანგარიშის დამტკიცებისას საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას სამეურნეო წელს კოოპერატივის მოგების ან ზარალის კოოპერატივის წევრებისთვის განაწილების შესახებ.
2. პირველ სამეურნეო წელს მოგება ან ზარალი ნაწილდება კოოპერატივის წევრების მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციულად, ხოლო ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს – მოგების მიმატებითა და ზარალის ჩამოწერით, წინა სამეურნეო წლის ბოლოს არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად.
3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს.
4. წესდება ან საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დაერიცხოს რეზერვს. თავი XVI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
