Статья 245. პარტნიორთა წლიური კრების კომპეტენცია
1. პარტნიორთა წლიური კრება კოოპერატივის უმაღლესი ორგანოა.
2. პარტნიორთა წლიური კრება გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება; ბ) კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონება; გ) წლიური მოგების გამოყენება ან წლიური ზარალის დაფარვა.
3. წლიური ანგარიში წლიურ ბალანსთან ერთად და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება პარტნიორთა წლიური კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა განთავსდეს კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში) და კოოპერატივის ოფისში ან/და კოოპერატივის ხელმძღვანელი პირის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე, რათა კოოპერატივის წევრებმა შეძლონ მათი გაცნობა.
4. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით მიიღოს მოთხოვნილი წლიური ანგარიშისა და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
