სამხედრო პროკურორის უფლებამოსილება სამხედრო სასამართლოებში საქმეთა განხილვისას, აგრეთვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, გადაწყვეტილების, დადგენილებისა და განჩინების კანონიერების შემოწმებისას, განსაზღვრულია რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. მუხლი 23. სამხედრო პროკურატურის გამომძიებლები წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ იმ საქმეებზე, რომლებიც კანონით მათ კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე საქმეებზე, რომლებიც მათ გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის განკარგულებით. სამხედრო პროკურატურის ქვემდებარეა საქმეები იმ დანაშაულთა შესახებ, რომელიც ჩაიდინეს სამხედრო მოსამსახურეებმა და სამხედრო ვალდებულებმა სასწავლო შეკრების გავლის დროს, აგრეთვე საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცრებმა და რიგითებმა. წინასწარი გამოძიების წარმოების დროს სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით, რაც მინიჭებული აქვს გამომძიებელს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. თავი IV სამხედრო პროკურატურის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მუხლი 24. სამხედრო პროკურატურის ორგანოებში თანამდებობაზე სამუშაოდ მიიღებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი, რომელთაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობენ ქართულ ენას და ხასიათდებიან დადებითად. მუხლი 25. სამხედრო პროკურორის თანამდებობის პირებს კანონით დადგენილი წესით ენიჭებათ სპეციალური წოდებები, რომლებიც სამხედრო წოდებებთან არის გათანაბრებული. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 20 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი , № 7 , 31 /05/1993 წ. მუხლი 26. სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირებს ხელფასი უწესდებათ დაკავებული თანამდებობის, წელთა ნამსახურობისა და წოდების გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 20 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი , № 7 , 31 /05/1993 წ. მუხლი 27. სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათები და უზრუნველყოფის ნორმები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებისთვისაა კანონით დადგენილი. მუხლი 28. ამოღებულია საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 20 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი , № 7 , 31 /05/1993 წ. მუხლი 29. სამხედრო პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება და დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; სამსახურებრივი შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
Статья 22. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო პროკურორი მონაწილეობს სამხედრო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვაში.
Редакция №1 Сверено с действующей редакцией · 20 мая 1993 г.




