საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 55^7. რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი
თუ რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად არის „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალე, ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის/ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2137 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. თავი X. ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება
