ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სახელმწიფო იღებს თითოეული სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის მიერ ხარისხის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგი პრაქტიკის პრინციპებზე (მათ შორის, ევროპის კომისიისა და ევროპის საბჭოს ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებულ საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებზე) დაყრდნობით ჩამოყალიბების უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ზომას.
2.სისხლის დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი ვალდებულია დანერგოს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის სისტემა და უზრუნველყოს ამ სისტემის ფუნქციონირება კარგი პრაქტიკის პრინციპებზე დაყრდნობით. ხარისხის სისტემამ უნდა გაითვალისწინოს კარგი პრაქტიკის პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობის ყველა ელემენტი, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ მახასიათებლებს და მიმართულია სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის უზრუნველყოფისკენ.
3.სისხლის დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ხარისხის სისტემის მიმართ სისტემური მიდგომა, რეგულარულად შეამოწმოს მისი ეფექტიანობა და ამ სისტემის გასაუმჯობესებლად საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სათანადო ზომები.
4.საქართველო შერჩევით აღიარებს საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხას. ამ ნუსხას აღიარებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების დანერგვას ეტაპობრივად უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა, ხოლო ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებები და სტანდარტები, აგრეთვე მათთან შესაბამისობის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
5.სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტები და ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით/აქტებით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.