წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა ორეტაპიანია. ეს პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, შესყიდვის პირობების წინასწარი გამოქვეყნების შემდეგ შესყიდვის პირობებით განსაზღვრული საჭიროებებისა და მოთხოვნების, აგრეთვე მის მიერ დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან აწარმოოს მოლაპარაკება. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ დაკმაყოფილდება ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ბაზარზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება; ა.ბ) მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას; ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება მის ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან დაკავშირებული გარემოებების გამო წინასწარი მოლაპარაკების გარეშე ვერ დაიდება; ა.დ) მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის სტანდარტზე მითითებით; ბ) თუ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა არ შედგება ან უარყოფითი შედეგით დასრულდება.
Статья 32. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა
Редакция №16 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.

