1.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკონტროლოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულება.
1.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკონტროლოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულება.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საჯარო შესყიდვების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ისე ნებისმიერ სხვა პირს.
3.შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.