1.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე შესაბამის ინფორმაციას/დოკუმენტაციას არ წარადგენს ან, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მას: ა) შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 60 დღის ვადაში 10 პროცენტამდე შემცირება; ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.
3.პირს უფლება აქვს, მიკრობანკის წილის შეძენაზე უარის თქმის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
4.ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით. თავი IV. საკუთრების უფლება და მართვა
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.