საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, რომლებითაც: ა) მოწესრიგდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გირავნობის უფლების წარმოშობის საკითხი; ბ) განისაზღვრება ანგარიშის მფლობელზე გასაცემი დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი; გ) განისაზღვრება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის წესი; დ) განისაზღვრება ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეკონსილაციის განხორციელების პერიოდულობა.
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ
Статья 14. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2023 г.
