1.მიკრობანკს აქვს წესდება. მიკრობანკის წესდება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. მიკრობანკის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ეცნობება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2.მიკრობანკის მართვა ხორციელდება მისი წესდებითა და სხვა შიდაორგანიზაციული წესებით. ეს წესები უნდა განსაზღვრავდეს ორგანიზაციულ სტრუქტურას, რისკების მართვის ჩარჩოს, პასუხისმგებლობებს და ფორმალიზებული და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
3.მიკრობანკის ხელმძღვანელი ორგანოები იქმნება და ეს ორგანოები ფუნქციონირებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. მიკრობანკის უმაღლესი მმართველი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და მიკრობანკის წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს. აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია (მისი ჩატარების ადგილის, თარიღის, დროის, დღის წესრიგისა და სხვა მონაცემების მითითებით) კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკრობანკის კორპორაციული მართვის მიმართ დამატებითი მოთხოვნები.



