1.საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ ამ კანონთან შესაბამისობა.
