Статья 374^6
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფლებამონაცვლედ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე), მათ შორის, ახალი ხელშეკრულებების დადებამდე.
3. 2025 წლის 1 აგვისტომდე: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
