1.პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს.
2.სასამართლო უფლებამოსილია სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში.
1.პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს.
2.სასამართლო უფლებამოსილია სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1. ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკონომიკურ აგენტს (გარდა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტებისა) დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5 პროცენტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. [მუხლი 33. ჯარიმა 1. ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10%-ს. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა მისი ფიზიკური პირისთვის ან სხვა პირისთვის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 4. ამ კანონის 11 1 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს. 5. ამ კანონის 11 3 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 3%-ს. 6. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. 7. ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი დარღვევით გამოწვეული ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე. 8. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო საკითხს შეისწავლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რისთვისაც იგი იყენებს ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სათანადო უფლებამოსილებას. 9. პირი/მხარე ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 10. ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსასრულებლად მიექცევა. 11. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. მუხლი 33 1 . თანამშრომლობის პროგრამა 1. პირი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება ამ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი ერთდროულად დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) აღიარებს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას; ბ) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით მიაწვდის მისთვის ცნობილ ინფორმაციას და, თუ შესაძლებელია – მტკიცებულებასაც, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი; გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა. 3. თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესი დგინდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. [მუხლი 33 1 . თანამშრომლობის პროგრამა 1. პირი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება ამ კანონის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) წერილობით აღიარებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას; ბ) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი; გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან; დ) შეწყვეტს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს; ე) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას; ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე. 2. ამ მუხლით დაწესებული შეღავათი არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა. 3. თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის ამ კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესი მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. მუხლი 33 2 . სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. [მუხლი 33 2 . სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს. 2. სასამართლო უფლებამოსილია სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
Изменения, которые прошла эта статья
Agency can now request the court to dissolve a concentration and impose obligations (asset divestiture, reorganization) on merging parties as part of remedies.
акт об изменении №5976438Adds provisions allowing the agency to seek court orders for dismantling concentrations that violate competition law and impose obligations on economic agents to restore the previous state of affairs. The article has been replaced by Article 33.
акт об изменении №4990278Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.