ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევა: ა) 1 წლის განმავლობაში იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს/მესამე პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი; ბ) დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემთა დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ან ასეთი საფრთხის შექმნა; გ) არასრულწლოვანის მონაცემების დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ანგარებით; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა დისკრიმინაციული მოტივით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Статья 62. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები
Редакция №9 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.




