1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
3.სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და სკოპინგის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
4.დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევისას ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადს უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
5.სააგენტო ამ მუხლით დადგენილი წესით იხილავს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადსა და სკოპინგის ანგარიშს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები.
6.საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განაცხადსა და სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სკოპინგის დასკვნის გაცემისას სააგენტო განიხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.
7.სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდან არაუადრეს მე-10 სამუშაო დღისა და არაუგვიანეს მე-15 სამუშაო დღისა სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. სააგენტო პასუხისმგებელია სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის და უზრუნველყოფს მისი ორგანიზების, მათ შორის, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, ხარჯების ანაზღაურებას. სააგენტო წარმართავს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
8.თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
9.სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე სამუშაო დღისა და არაუგვიანეს 30-ე სამუშაო დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10.სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 21-ე სამუშაო დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11.სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე სააგენტო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.
12.საქმიანობის განმახორციელებლისთვის სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას.
13.თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 3 წლის ვადაში ვერ მიიღებს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება.
14.ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
15.სააგენტო სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი (მათი) ნაბეჭდი ეგზემპლარის (ეგზემპლარების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
16.თუ სკოპინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3879 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №93 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადი და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად მომზადებული სკოპინგის ანგარიში. სკოპინგის განაცხადი უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისთვის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი/შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ სახელმძღვანელო დოკუმენტი. 2. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადს რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც განაცხადის მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 3. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადს რეგისტრაციისთანავე უგზავნის ცენტრს, რომელიც განაცხადის მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და სკოპინგის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 4. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევისას ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადს უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 5. სააგენტო ამ მუხლით დადგენილი წესით იხილავს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადსა და სკოპინგის ანგარიშს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. 6. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განაცხადსა და სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სკოპინგის დასკვნის გაცემისას სააგენტო განიხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. 7. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან არაუადრეს მე-10 და არაუგვიანეს მე-15 სამუშაო დღისა ცენტრი უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას, რომლის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზების, მათ შორის, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურებას. ცენტრი წარმართავს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცესს და ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს, რომლის სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 8. თუ საქმიანობის განხორციელება თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებშია დაგეგმილი, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ − თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებშია დაგეგმილი, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 9. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე სამუშაო დღისა და არაუგვიანეს 30-ე სამუშაო დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 21-ე სამუშაო დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 11. სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე სააგენტო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურისკულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით. 12. საქმიანობის განმახორციელებლისთვის სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას. 13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 3 წლის ვადაში ვერ მიიღებს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება. 14. ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 15. სააგენტო სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადს, სკოპინგის ანგარიშს, სკოპინგის დასკვნას ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი 4 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 16. თუ სკოპინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3879 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №93 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.