საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს უფროსი იღებს, თუ: ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას; ბ) სკოპინგის ანგარიშით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის ან/და შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა; გ) შეთავაზებული ტექნიკა/ტექნოლოგია არ არის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა და საქმიანობის განმახორციელებელმა არ წარმოადგინა ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის დასაბუთება, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად.
Статья 18. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება
Редакция №4 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.
