1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობები, რომლებზედაც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვების მიღებას, შემდეგი ვადების მიხედვით: ა) ამ კანონის I დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2029 წლის 1 მარტამდე; ბ) ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2029 წლის 1 სექტემბრამდე; გ) ამ კანონის I დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2030 წლის 1 მარტამდე; დ) ამ კანონის I დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2030 წლის 1 სექტემბრამდე; ე) ამ კანონის I დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2031 წლის 1 მარტამდე; ვ) ამ კანონის I დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2031 წლის 1 სექტემბრამდე.
3.ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობა, რომელზედაც არ არის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებას 2028 წლის 1 სექტემბრამდე.
4.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა სააგენტოს წარმომადგენლების (საჭიროების შემთხვევაში, ასევე ექსპერტების) საქმიანობის განხორციელების ადგილზე გასვლა და მისი დათვალიერება.
5.არსებულ საქმიანობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში დანართის სახით აისახება. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში გადახედოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და შეიტანოს მასში ცვლილება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს ენიჭება.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებია და მისი დარღვევისთვის საქმიანობის განმახორციელებელს პასუხისმგებლობა დაეკისრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევისთვის.
7.2027 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარედგინოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტი ან/და ინფორმაცია ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების პირობების შესახებ, ხოლო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელზე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადა და პირობები გავრცელდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1767 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.