Статья 106. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის უფლება-მოვალეობები
Редакция №12 Сверено с действующей редакцией · 13 мая 2026 г.
1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევისას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.
2. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებული პირი ვალდებულია: ა) შეტყობინების მიღებისას მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში; ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს უფლებამოსილი პირის მითითებები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
