Статья 128. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება
Редакция №12 Сверено с действующей редакцией · 13 мая 2026 г.
1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და მინისტრის სამართლებრივი აქტით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
