სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 18. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის მართვა საომარი მდგომარეობის დროს და სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობა მშვიდობიანობის დროს
Редакция №16 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. საომარი მდგომარეობის დროს ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის მართვა ხორციელდება ეროვნული თავდაცვის გეგმის შესაბამისად.
2. მშვიდობიანობის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ურთიერთქმედების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
