Статья 170. მოხალისეთა ორგანიზაცია და მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი
1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოორდინაციის გაწევის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
3. მოხალისეთა ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით: ა) მოხალისეობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სხვა სახელმწიფო უწყებასთან; ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს/სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული ქონებით; გ) უზრუნველყოს მომზადების შესაბამისი პროგრამის, კურსის, ღონისძიების დაგეგმვა.
4. მოხალისეთა ორგანიზაცია ვალდებულია: ა) იზრუნოს ორგანიზაციის წევრის/მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები; გ) მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა; დ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ან მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა, აგრეთვე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარჯი; ე) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში მის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის თაობაზე და ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ვ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესის შესაბამისად განსაზღვროს საკუთარი მართვის ორგანოების სტრუქტურა და არჩევის წესი; ზ) შეასრულოს ამ კოდექსის მოთხოვნები, ხელშეკრულების პირობები, აგრეთვე სამინისტროს და ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონისმიერი მოთხოვნები. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
