Статья 55. სამხედრო აღრიცხვის განხორციელების ვალდებულება
1. პირის სამხედრო აღრიცხვის განხორციელება სავალდებულოა.
2. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) ქალი, რომელსაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა არ აქვს, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება ან რომელმაც გაიარა იგი; გ) პირი, რომელმაც თავდაცვის ძალების რეზერვისთვის დადგენილ ზღვრულ ასაკს მიაღწია; დ) პირი, რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; ე) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.
3. იმ ქალის სამხედრო აღრიცხვას, რომელსაც აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა ან რომელმაც გამოთქვა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან/და სამხედრო სამსახურის (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) გავლის სურვილი, ახორციელებს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტი.
4. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალს, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე საკუთარი სურვილით იქნა აყვანილი, უფლება აქვს, თანამდებობაზე დანიშვნამდე უარი თქვას სამხედრო სამსახურის გავლაზე. ამ შემთხვევაში იგი მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან.
5. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.
7. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
