Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ გადასცეს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ/ჩარიცხულ პირს.
2.დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17-დან 27 წლამდე პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) მის მიერ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3.სამინისტრო წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, სახელის ან/და გვარის შეცვლის ან გარდაცვალების თაობაზე) შეტანილი ცვლილების/შესწორების/დამატების შესახებ; ბ) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში).
5.სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი წვევამდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის ადგილების), თანამდებობის შეცვლისა და განათლების შესახებ.
6.ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ გადასცეს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ/ჩარიცხულ პირს. 2. დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17-დან17 27წელს წლამდემიღწეული პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) მის მიერ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 3. სამინისტრო წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, სახელის ან/და გვარის შეცვლის ან გარდაცვალების თაობაზე) შეტანილი ცვლილების/შესწორების/დამატების შესახებ; ბ) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში). 5. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი წვევამდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის ადგილების), თანამდებობის შეცვლისა და განათლების შესახებ. 6. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Clarifies student status and benefits for cadets/students in military education programs. Addresses stipend amounts and conditions for termination of studies. A narrow administrative change.
акт об изменении №6535526Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.