Статья 80. სამუშაო დრო და დასვენების დრო
1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.
2. სამხედრო მოსამსახურისთვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში: ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს; ბ) სწავლების პერიოდში; გ) საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ან შენარჩუნებისთვის; დ) სადღეღამისო განწესისა და საბრძოლო მორიგეობის შესრულების დროს; ე) მობილიზაციისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს სწავლების ჩატარებისას და სხვა ღონისძიებების განხორციელებისას.
3. მსმენელს, იუნკერს დასვენების დღეები ეძლევა შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში 1 დღისა, გარდა საველე-პრაქტიკული სწავლის პერიოდისა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
