1.ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს დიზაინის ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და სიახლის დადგენის შესახებ ექსპერტიზას.
2.საქპატენტი ამ კანონის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სიახლის დადგენისას ითვალისწინებს საქპატენტში შეტანილ და საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებულ დიზაინებს.
