ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.პირს უფლება აქვს, წინასწარ, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციით განაცხადოს ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობა გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) უანგარო (ალტრუისტულ) დონაციაზე.
3.ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომელსაც დაწესებული არ აქვს მხარდაჭერა.
4.პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლით თქვას უარი გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე.
5.დონორთა ეროვნული რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ პერსონალისთვის, რომელსაც უფლება აქვს, გადაამოწმოს გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში განცხადებული თანხმობა მისი ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე.
6.დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების (მათ შორის, პირის დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციის ან დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლის/ამოღების) წესი, აგრეთვე ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის ფორმები და შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.